„კითხვა მოდაშია!“ ასეთი ფრაზით შემომეგება დღეს ჩემი მეგობარი, გერმანული ლიტერატურის მოტრფიალე. შემდეგ კი მახარა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ლამაზი სტუდენტი გოგონა, რომელიც სულ ახლახანს მის ფაკულტეტზე გადმოვიდა სასწავლებლად, გიუნტერ გრასის, მეტად არარომატიკული სათაურის მქონე წიგნს, „დედალ ვირთაგვას“ კითხულობდა. თითქოს არც არაფერი, მაგრამ ასეთი „გასახარებელი“ ფაქტების რაოდენობა უკვე ისე გაიზარდა, რომ ლიტერატურული სნობების გავლენა სტუდენტებზე ცხადი ხდება.
ჩემს გარშემო ბევრი სტუდენტისთვის უკვე არაკოფორტულიცაა არ იკითხოს მხატვრული ლიტერატურა, რადგან სტუდენტების საყვარელი სალაპარაკო თემების, კრიმინალური საზოგადოებისა თუ სელებრითების ცხოვრების განხილვას, საკმაოდ ჩქარი ტემპებით ანაცვლებს წაკითხულ წიგნებზე საუბარი და ლიტერატურული დებატები. კითხვის პოპულარიზაცია უკვე იმდენად აქტიურ ფაზაში შევიდა, რომ ძველმა და კოლორიტულმა მკითხველმა საზოგადოებამ გაბედა და ორიათასიანელებს წიგნების თაობაც კი უწოდა.
„წიგნების თაობა“ ასე ჰქვია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ წამოწყებულ ახალ პროექტსაც, რომლის წყალობითაც საკმაოდ ბევრი სტუდენტი, ახლა უკვე მიზანმიმართულად ჩაერთო კითხვის პროპაგანდაში. სტუდენტები დაყოფილები არიან მაქსიმუმ 3 კაციან გუნდებად, რომლებიც ლიტერატურული ბლოგებისა და სხვადასხვა საინტერესო გარე აქტივობის საშუალებით ცდილობენ ახალგაზრდებს კითხვა კიდევ უფრო შეაყვარონ. იმ სტუდენტთა გუნდს კი რომელიც დაკისრებულ მისიას ყველაზე უკეთ შეასრულებს გამომცემლობისგან 300 ლარიანი სტიპენდია დაენიშნება. მეც სტუდენტი ვარ, ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე. მე და ჩემმა ორმა თანაკურსელმაც გადავწყვიტეთ რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიგვეღო და შევქმენით გუნდი Magni Libri-რაც ლათინურია და ქართულად დიად წიგნებს ნიშნავს.
ხშირად ვამბობ რომ ქართულ ბაზარზე და არა მხოლოდ წიგნების შემთხვევაში, მოქმედებს არაკომერციულ იმიჯზე დაფუძნებული კომერცია. ეს გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზის გამო, იქნება ეს საბჭოთა მშობლებისა თუ ბებია–ბაბოუისგან ნაკარნახევი კლასიკოსების ცოდნის აუცილებლობა, ელიტურ წრეებთან ინტეგრაციის მარტივი საშუალებების ძებნა თუ უბრალოდ ინტერესი ღირებული ლიტერატურის მიმართ. ლიტერატურული გემოვნება რომ ყველას სხვადასხვა აქვს ამას ლაპარაკი არც უნდა, თუმცა მეინსტრიმი ლიტერატურაშიც არსებობს. თავის დროზე ტოლსტოიც მეინსტრიმი იყო, ასე რომ მეინსტრიმში მდარე ლიტერატურულ ნაწარმოებებს არ ვგულისხმობ. დღეს, ინფორმაციული ტექნოლოგიების ხანაში ლიტერატურული კრიტიკა, სხვა ყველაფრის მსგავსად, სწრაფად ვრცელდება. შესაბამისად ადვილად იგებენ მსოფლიოში რა იქმნება ღირებული ლიტერატურის ბაზარზე. ქართველ მკითხველსაც შეუძლია ფეხი აუწყოს გლობალურ ლიტერატურულ სიახლეებს. ქართულად უკვე თარგმნილია ახლადგამოცემული ბესტსელერები: შიმშილის თამაშები, გოგონა დრაკონის ტატუთი, ბინდი და ა.შ.
P.S. თუ ასე გაგრძელდა, როგორც ერთ–ერთი ქართველი ავტორი უწოდებს უმაღლესი განვითარების მკითხველ ადამიან, ჰომო მკითხველუსებად ჩამოვყალიბდებით .