Pages

Monday, June 4, 2012

მეოთხე კვირის შეჯამება


დაკოპირებული პირდაპირ სკაიპის ლაპარაკიდან....

ნათელა: პრივეტ გოგოებო, ორივე სკაიპში ხაართ?

მირანდა: ხო მე აქ ვარ, ცხოვრებ შენ?

ცხოვრება: ჰოჰო, ნათელ, გვითხარი რა მოხდა ინტერპრეტაციაზე?


ნათელა: მერე ლაპრაკი შევცვალოთ ბლგოზე ასატვირთად თუ პირდაპირ დავტოვოთ, ანუ ხო უნდა ვთქვათ ინტერპრეტაცია რა არის და რა ხდება,  ეგეთი რაღაცები არა?

მირანდა: ჰო, გოგო ანუ ესე თქვი რა ესე დაიწყე, თავიდან ხომ ვიწყებთ ჩვენ სამნი ლაპარაკს და მანამდე შესავალი გაუკეთე ესეთი. ინტეპრეტაცია არის ლიტერატურული გადაცემა რომელიც მიჰყავს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, და ზუსტად როდის გადიის?

ნათელა: აი აი დავწერე ეხლა დოკში და დაგიკოპირებთ:

„გამარჯობა ჯგუფმა „მაგნი ლიბრი“ გადავწყვიტეთ "შიმშილის თამაშები" რაც შეიძლება ფართო აუდიტორიისთვის გაგვეხადა ცნობადი. გვქონდა რამდენიმე იდეა, მაგრამ ბოლოს საუკეთესო შევარჩიეთ. სატელევიზიო რეკლამით ყველაზე ფართო აუდიტორიის მოცვა შეიძლება. ასე რომ გადავწყვიტეთ რეკლამაც ლიტერატურული გადაცემის დროს გაგვეკეთებინა. ლიტერატურული გადაცემა ინტერპრეტაცია, გადის ყოველ ოთხშაბათს 22:00 წუთზე, წამყვანი არის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ხოლო პროდუსერი კი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი ნათელა ჯანელიძეა. ასე რომ გამოვიყენეთ ეს შანსი და წინა გადაცემის ტელევიქტორინის გამარჯვებულს გადავეცით ეს პრიზი, რომელმაც გადაცემაში მადლობა გადაუხადა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას. ეხლა კი გთავაზობთ ჩვენს დიალოგს ამ თემასთან დაკავშირებით.


ცხოვრება: კაია ხოო, მაგრამ ცოტა ოფიციალურია, შენ ხო ზედმეტი ოფიციოზის გარეშე არ შეგიძლია რაა, მოვუხერხებ მე რამეს, ისე რომ დერსკად ჩაჯდეს...

მირანდა: ნათელ იმენა ჩუდაკი ხარ))) გოგო მეც მაქვს ნიუსები,  ის ხო იცით 26–ში ფრიიუნიფართი, რომ კეთდება, მოკლედ ორგანიზატორებს ველაპარაკე მთელი ფრიუნელები და არამარტო მოდიანო. ნუ მოკლედ მერე ჩავეძიე და თურმე პრიზები თამაშდება და ჩვენც შეგვიძლია ბაკურ  სულაკაურის  გამომცემლობის წიგნებზე  ფასდაკლების ბარათების გათამაშება, რას იტყვით?

ნათელა: იდეალნა, მგონი დიდი აუდიტორიის მოცვის პრიზში მაინც გავიმარჯვებთ, ფრიუნი ფართი და კიდევ ინტერპრეტაცია ერთად უკვე არაა პატარა აუდიტორია ჰაა??

ცხოვრება: გოგო კაია ეგრე ვქნათ... გავიქეცი მე უნდა ვიმეცადინო

ნათელა: აუ მეც არადა პოსტი დასაწერად დასახვეწია

მირანდა: ხოო... მოიცა პირდაპირ რომ სკაიპიდან დავაკოპიროთ და ჩავსვათ

ნათელა: იდეაა! კარგია ძალიან ცოცხალი გამოგვივა, იმ ჩემი რეჩის შეცვლაც არ გვინდა ინტერპრეტაციაზე, ღადაობა გამოვა, თან მართლა ჩუდაკის ამბავზე ჩვენებს გაეცინებათ ))

No comments:

Post a Comment