Pages

Sunday, May 20, 2012

მეორე კვირის აღსასრული

მირანდა: ვინ ვართ ჩვენ გოგოებო?
ცხოვრება: ჭეშმარიტი ESM-ელები
ნათელა: ჰოდა როგორ იქნება რომ ჩვენი მოღვაწეობა მეორე კვირაში რიგი  მარკეტინგული  ელემენტებით არ ხასიათდებოდეს?
მირანდა: ანუ რა გვჭირდება
1.ლოგო
2.სლოგანი
3.ჩვენი ჯგუფის მაისურები
ნათელა: ლოგო მაგარი გამოვიდა მინიმალისტური და პირდაპირი მესიჯით წიგნზე



ცხოვრება: სლოგანი უნდა იყოს მარტივი
ნათელა: და დასამახსოვრებელი
მირანდა: ჩამოვყაროთ ვერსიები
ცხოვრება:კითხვაშია აზრი
ნათელა: იცით რა მინდა? აი ძირითადი იდეა ის იყოს რომ მითხარი რა წიგნს კითხულობ და გეტყვი ვინ ხარ შენ :)
მირანდა: შექმენი პორტრეტი წიგნებით
ცხოვრება: არა ეგ გრძელია
მირანდა: სულ 3 სიტყვაა
ცხოვრება: ეგრე ჰიდროელექტროსადგური ერთი სიტყვაა მაგრამ რამხელაა :)
თან იდენტობა, იდივიდუალიზმი, შმუელი და მსგავსნი ადამიანებს ადვილად არ ამახოვრდებათ 
ნათელა: კაი გავიაროთ ...კიდე?
ცხოვრება: იპოვე შენი წიგნი
მირანდა: მშვენიერია
ნათელა: სლოგანზეც შევთანხმდით
მირანდა: მაისურებზე 2 ვერსია მაქვს,  ARTgrafik  ან mymaika  დაგვიმზადებს
ცხოვრება: მოლაპარაკებებს მე ვიღებ საკუთარ თავზე :))

მირანდა: კიდევ ერთი საკითხი, სტატია უნდა დავწეროთ წიგნის მარკეტინგზე და  ხვალ  "x" ჟურნალის აღმასრულებელ რედაქტორს გადავუგზავნოთ
ცხოვრება: ველაპარაკე და მთავარ რედაქტორს თავად აჩვენებს
ნათელა: მოდი ვიდრე ჟურნალში არ ვიხილავთ სტატიას საიდუმლოდ დავტოვოთ დასახელება
მირანდა: თუ წარმატებით დასრულდა შეთავაზება შეგვიძლია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენელთან ინტერვიუთი დავასრულოთ სტატია
ნათელა: მართალია, თემატურადაც საინტერესოდ იქნება დაკავშირებული

ცხოვრება: ჩვენ რომ გვეგონა რომ შეჯამება ორშაბათ საღამოს იყო გააკეთებელი, ეს იმას ნიშნვს რომ ჩვენი აქციის ფოტოები აღარ მოესწრება
მირანდა: ხო თავისთავად, მაგრამ  ჯიურის შეგვიძლია ვუთხრათ რომ "მდუმარედ გამოხატე აზრი" საინტერესო და განსხვავებული იქნება
ნათელა: უტყვი და მრავლისმთქმელი
მირანდა: მოკლედ თვალი ადევნეთ ბლოგს და ფეისბუქის გვერდს...

No comments:

Post a Comment