Pages

Monday, May 14, 2012

"მკითხველისეული"

1) ცოტნე გოლაშვილი:
–მკითხველი უნდა მოკვდეს!
–მოკვდეს მაგის დედაც მოვტ*ან.

2) სამნიაშვილი ეთერი:
მკითხველი უნდა მოკვდეს, უკვდავი მხოლოდ ნაწარმოებია.

3) ელენე ჯანელიძე:
მკითხველი უნდა მოკვდეს ავტორის შემდეგ.

4) კახნიაშვილი გიორგი:
 მკითხველი უნდა მოკვდეს, მწერლები უნდა დაიჭირონ.

5) ნანო ვასაძე:
 სჯობს სიცოცხელსა ნაზრახსა, სიკვიდილი სახელოვანი.

6) ნატალია გვერდწითელი:
განათლება ამბიციების საწყისია, ამბიციები ბოროტების საწინდარია, ამიტომ მკითხველი უნდა მოკვდეს.

7) ანონიმი ავტორი:
მკითხველი უნდა მოკვდეს მწერალთან ერთად!



მირანდა: ვუთხრათ მკითხველებს რა ხდება

ნათელა: ჰო, მართლა,  ჩვენი ფეისბუქის გვერდიდან შეიტყობდა ნაწილი რომ 11 მაისს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში  ჯაბას ახალი წიგნის პრეზენტაცია მოეწყო

ცხოვრება: ეს ფრაზები კიდე  სტუდენტებს, დეკანებს  და სხვა მოწვეულ სტუმრებს ეკუთვნით, რომლებმაც გათამაშებაში სიამოვნებით  მიიღეს მონაწილეობა და წიგნის სათაურის "მკითხველი უნდა მოკვდეს" გამოყენებით საინტერესო და ორიგინალური  წინადადებები  შეადგინეს

8) ეკა ზურაბიშვილი:
მკითხველი უნდა მოკვდეს თუ კითხვის დროს კითხვები არ გაუჩნდა და თუ მკითხველი თავად უპასუხებს ამ კითხვებს, მაშინ მწერალი უნდა დაფიქრდეს ღირს თუ არა სიცოცხლე.
9) ანონიმი ავტორი:
 ვინ გაცოცხლებს მკვდარ მკითხველს?
10) შალვა გაბესელია:
მეოცნებე მწერალთან შეხვედრისას ციური მადლი–გაზაფხულის წვიმაც მოჰყვა. (შეგახსენებთ, რომ პრეზენტაციის დღეს საშინლად წვიმდა, ამიტომ ეს ვერსია საკმაოდ თემატური გვეჩვენა ))
11) ს.ჯ:
მკითხველი უნდა მოკვდეს, მთავარია ზაზუნებმა გადაიფიქრონ სუიციდი ( ეს ჯაბას სხვა მოთხრობის სიუჟეტია )
12) გოგი კაციტაძე:
უნდა მოკვდეს რო?
13) მუხრან მაისურაძე:
მკითხველი უნდა მოკვდეს, რადგან რაც მკვდარია ვეღარასოდეს მოკვდება.
14) რისი მკითხველი უნდა მოკვდეს, ისმის კითხვა, იქნებ მკითხველში მეც შევდივარ? მეც უნდა მოვკვდე?
15) ალექსანდრე ჩარკვიანი:
თუ მან ეს წიგნი სხვას არ აჩვენა, მკითხველი უნდა მოკვდეს
16) თინათინ მეძმარიაშვილი:
 ამ წიგნის წაკითხვით მკითხველი უნდა მოკვდეს.
17) მონიკა ბრეგვაძე:
მკითხველი უნდა მოკვდეს, რათა წიგნი დამკვიდდრდეს.
18) ნინი ლობჟანიძე:
მკითხველი უნდა მოკვდეს? არა არასდროს!
19) ნინო ალადაშვილი:
მკითხველი, რომლის ტვინიც ავადდება და სული მახინჯდება, რომლის გონებას ჭეშმარიტების აღქმა არ შეუძლია, ხოლო თვალს სილამაზის აღქმა, უნდა მოკვდეს!
ჯგუფი მაგნილიბრი ვულოცავთ გამარჯვებულს (ეთერ სამნიაშვილს) და მიღებული საჩუქრით მალე ტკბობას ვუსურვებთ :)







No comments:

Post a Comment