Pages

Friday, May 4, 2012

ჩვენ ვართ წიგნების თაობა?



(ჩაის სმისას...)


ნათელა: წიგნების  თაობა რა გითხრა, მაგრამ ამ ბოლო დროს წიგნებს კარგი PR უკეთდება, ჩემს ნაცნობებს, ვისაც ადრე კითხვა არ უყვარდა, დღეს–დღეობით მკითხველის იარლიყი აქვთ, თანაც კითხულობენ არა მდარე ლიტერატურას, არამედ კლასიკას... იშვიათი ფენომენია წიგნების  ბაზარზე, არაკომერციულ იმიჯზე დაფუძნებული კომერცია.

ცხოვრება: აუ შენი ლაპარაკის სტილი მაოგნებს! ))))) ჩემი აზრით, მთავარი ის კი არ არის რამდენს  კითხულობ, არამედ რას იღებ წაკითხულიდან. ეგრე წერა–კითხვის ცოდნით საქართველო სტატისტიკურად  კი ლიდერობს, მაგრამ ეს არც განათლებულობას გულისხმობს და არც წიგნის სიყვარულს.

მირანდა: არც მე გეთანხმები, ნათელ. კლასიკას მართალია  თავისი სეგმენტი ყოველთვის ჰყავს, მაგრამ ადამიანს მაინც აინტერესებს ის, რაც მისთვის  აქტუალურია და ლიტერატურაშიც ეძებს საკუთარი ფიქრების გამოძახილს. შენი აზრით, რატომ  იყო ჯინსების თაობა“ ბესტსელერი?! იმიტომ, რომ მკითხველი უფრო ადვილად გრძნობდა თანამედროვეობას,ვიდრე ჯალალ–ედ–დინის შემოსევებს.

შემოსწრებული: უცებ რატომღაც „შუშანიკის წამების“ წაკითხვა,რომ მოგინდეს შენი სურვილით:(

ცხოვრება: ადამიანის ბუნება და განცდები ნებისმიერ ეპოქაში  მეტნაკლებად ერთნაირია, ამიტომ არის, რომ კლასიკური ნაწარმოები აქტუალურობას არ ჰკარგავს. ასე 30 წლის მერე „ჯინსების თაობა“ შეიძლება კლასიკურ  ნაწარმობად იქცეს.

შემოსწრებული: ეეე, ეგრე 30 წლის შემდეგ უპოპულარულესი „მე და ჩემი მეგობარიJava script” იქნება.:(

ნათელა: ჰაჰაა )))ისე,ელექტროთაობა გამახსენდა. არ ვიცი, რაც გინდათ ის ილაპარაკეთ, მაგრამ, ჩემი აზრით, „ულისე“ და ხმაური და მძვინვარებადღეს პატარა გოგო–ბიჭებს ფეისბუქის ინფოში საყვარელ წიგნებში რომ აქვთ დალაიქებული,ნამდვილად პროგპაგანდის შედეგია და არა მათი პირადი დამოკიდებულების.

მირანდა: ხო,ნუ ეგ უფრო მიმბაძველობაა.

ნათელა: ისე ერთი კია, მე პირადად ლიტერატურული სნობი  მირჩევნია საერთოდ გაუნათლებელს.


შემოსწრებული:
მოურიე ჩაის კოვზით,
გაუშიფრე მკითხველს კოდი,
თქვენი მაგნილიბრის ბლოგით,
ხალხს მოგვეცით რჩევა პოსტით. :)

P.S. პოსტის მკითხველო, არ გეგონოს,რომ ჩვენი პირით თვით ცხოვრება ღაღადებს, ისუბრალოდ ჩვენი მეგობარი ანა ცხოვრებაშვილია, რომელსაც ცხოვრებას ვეძახით.:)

No comments:

Post a Comment