Pages

Monday, May 14, 2012

პირველი  კვირის შეჯამება


მირანდა: პირველი კვირაც დასრულდა. როგორ ფიქრობთ ოფიციალურ სტილში უნდა დავწეროთ შეჯამება?

ნათელა: მოდით ტრადიციას ნუ დავარღვევთ


ცხოვრება: კარგია რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ გოგოებო, მე მგონი ჯაბა ზარქუას წიგნის პრეზენტაცია კარგი გამოგვივიდა. მე კმაყოფილი ვარ.

ნათელა: ხო წიგნის სახელი „მკითხველი“ უნდა მოკვდეს, კარგად გამოვიყენეთ პიარისთვის, რა ინტერესი გამოიწვია, მთელს უნივერსტეტში რომ პატარა ფურცლები გავაკარით წარწერით: „16:00–ზე 318 აუდიტორიაში„მკითხველი უნდა მოკვდეს!“.


 ცხოვრება:  ხოო... ყველგან ვამჩნევდი გაკვირვებული სახეებით, რომ იდგნენ ამ ფურცლების წინ. ზოგი „ელექტროთაობის“ წარმომადგენელი, რომელსაც აღარც კი ახსოვს „წიგნის სუნი“, სეირის საყურებლადაც კი გეგმავდა პრეზენტაციაზე ამოსვლას.

ნათელა: ჰაჰ, რა პერფორმანსი იქნებოდა, მართლა რომ დაგვედგა მკითხველის სიკვდილი. )) აი ჯაბას, თავად ავტორს, ჰქონდა ამის შესახებ საინტერესო იდეა, პრეზენტაციის შემდეგ მითხრა და განვახორციელოთ ერთადო შემოგვთავაზა, ასე რომ პროექტის ფარგლებში სეირის მოყვარულებსაც შეიძლება სიურპრიზები შევთავაზოთ.))

მირანდა: მე ყველაზე მეტად ვნერვიულობდი, პრეზენტაცია როგორ წარიმართებოდა, მგონი ყველაფერი საკმაოდ ორგანიზებულად გაკეთდა. ბაკურ სულაკაურის გაყიდივების ჯგუფიც მოვიდა თავის დროზე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სარეკლამო ბანერით და უამრავი წიგნით, რომელიც ფოიეში იყიდებოდა. ეს ერთი, მეორე, რეალტივის გადამღებმა ჯგუფმაც გადაიღო, შესაბამისად ვიდეო მასალც გვაქვს, ხო კიდე...

ცხოვრება: გოგო ეგ ამბები კიდევ მეორეხარისხოვანია, მე ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ დამსწრე აუდიტორია ასე დაინტერესდა და აქტიურად ჩაება მწერალთან დისკუსიაში. საინტერესო კითხვები იყო საინტერესო პასუხებით...

მირანდა: აუ ბოდიში ერთი წუთი, ის გამახსენდა გახსოვთ თავისუფალი უნივერსიტეტის ერთმა ლექტორმა იკითხა, არ მახსოვს მგონი ნინო იყო ალადაშვილი, თუ ეკა, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა,  თქვენი წიგნის წაკითხვის შემდეგ სტუდენტებმა, რომლებიც არ კითხულობენ კიდევ უფრო მეტად რომ აიცროუნ კითხვაზე გულიო..

ნათელა: ხოო და მერე ჯაბამ გასცა კაი პასუხიი...

მირანდა: ხომ მაგას ვამბობ, მაცალეე)) ჯაბამ რომ უთხრა თუ ჩემი წიგნი წაიკითხეს ე.ი როგორც მინიმუმ 1–ით მეტი წიგნი ექნებათ წაკითხულიო, მერე რაღაც კიდევ უთხრეს მსგავსი და მერე კიდევ უთხრა, ესეთი ზეგავლენა თუ მოახდინა ჩემმა წიგნმა ეგოისტური თვალსაზრისით გამიხარდება კიდეც, ე.ი მაგარი რამე დამიწერიაო.

ნათელა: ხო მეც ვიცინე ამ პასუხებზე. )) მაგრამ ისე არ არის ეს მთლად ხუმრობაც, ყველა ხუმრობაშია სიმართლის მარცვალი.

ცხოვრება: ეს ერთი და სხვა მრავალი ღონისძიება მოგვეწყოს გოგოებო :)

No comments:

Post a Comment